пятница, 16 апреля 2010 г.

სასწავლო პროექტი



1. პროექტის სახელი: გიორგი სააკაძე – გმირი თუ მოღალატე?!

2. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს შეექმნას სრული წარმოდგენა გიორგი სააკაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს მიეცემათ დავალება მოიძიონ ინფორმაცია გიორგი სააკაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. შეაფასონ მისი როლი საქართველოს ისტორიაში. კლასს ვყოფ  4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ სხვადასხვა დავალებას.

I. ჯგუფი: გიორგი სააკაძის ბიოგრაფია და მისი საქართველოში მოღვაწეობა.

II. ჯგუფი: გიორგი სააკაძის საქართველოდან წასვლა და მისი ირანში სამსახური.

III. ჯგუფი: საქართველოში დაბრუნება. მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები. ბაზალეთის ბრძოლა და გიორგის ხელმეორედ გადახვეწა საქართველოდან.

Iv. ჯგუფი: გიორგი სააკაძის გარდაცვალება.

     პროექტის მონაწილეებს მივუთითებ იმ ლიტერატურის შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენონ პროექტზე მუშაობისას:საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.Iv. გ.ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბ ,1964.  მ. სვანიძე, ოსმალეთის ისტორია. ვთავაზობ პროექტის ფარგლებში მოძიებული მასალა განათავსონ კედლის გაზეთში.

4. მონაწილეთა ასაკი:14–15წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, კვლევა.

7. მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები გამოიმუშავებენ პრობლემის ანალიზის,მიზნის ჩამოყალიბების,ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების უნარს.

8.სარგებელი სხვებისთვის:მოიწვევენ პარალელური კლასის მოსწავლეებს და აუხსნიან პროექტის წერის წესებს, გააცნობენ ინფორმაციას გიორგი სააკაძის შესახებ.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია/ინფორმატიკა. 

12. პროექტის ფასილიტატორი: ელიზა ღლონტი

13. ფასილიტატორი: elizaghlonti@gmail.com