1. პროექტის სახელი: გიორგი სააკაძე – გმირი თუ მოღალატე?!
2. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს შეექმნას სრული წარმოდგენა გიორგი სააკაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს მიეცემათ დავალება მოიძიონ ინფორმაცია გიორგი სააკაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. შეაფასონ მისი როლი საქართველოს ისტორიაში. კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ სხვადასხვა დავალებას.
I. ჯგუფი: გიორგი სააკაძის ბიოგრაფია და მისი საქართველოში მოღვაწეობა.
II. ჯგუფი: გიორგი სააკაძის საქართველოდან წასვლა და მისი ირანში სამსახური.
III. ჯგუფი: საქართველოში დაბრუნება. მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები. ბაზალეთის ბრძოლა და გიორგის ხელმეორედ გადახვეწა საქართველოდან.
Iv. ჯგუფი: გიორგი სააკაძის გარდაცვალება.
პროექტის მონაწილეებს მივუთითებ იმ ლიტერატურის შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენონ პროექტზე მუშაობისას:საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.Iv. გ.ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბ ,1964. მ. სვანიძე, ოსმალეთის ისტორია. ვთავაზობ პროექტის ფარგლებში მოძიებული მასალა განათავსონ კედლის გაზეთში.
4. მონაწილეთა ასაკი:14–15წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, კვლევა.
7. მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები გამოიმუშავებენ პრობლემის ანალიზის,მიზნის ჩამოყალიბების,ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების უნარს.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოიწვევენ პარალელური კლასის მოსწავლეებს და აუხსნიან პროექტის წერის წესებს, გააცნობენ ინფორმაციას გიორგი სააკაძის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია/ინფორმატიკა.
12. პროექტის ფასილიტატორი: ელიზა ღლონტი
13. ფასილიტატორი: elizaghlonti@gmail.com